არასასურველი არავინაა :)

სასურველი ხალხი ეწვიეთ ,mundo.ge”-ს :)

თუ ასეთნი კიდევ დარჩით 🙂

სხვებს ვპირდები, მალე კონტრ–დარტყმას მივაყენებ, არ ეგონოთ გავქრი 

მითიური ნომრები

მადრიდული გამოცემა ,,მარკა” გამოეხმაურა ალვეშის მიერ ხავის ნომრის აღებას და საინტერესო სტატია მიუძღვნა, რომელსაც გარკვეული ცვლილებებით შემოგთავაზებთ.

პელე – ფეხბურთელი, რომელმააც 10 ნომერი შექმნა როგორც პოზიცია და სტილი ამ ნომრით მოთამაშისა.

საკმაოდ გავრცელებულია მცდარი შეხედულება, რომ პელე 9 ნომერზე თამაშობდა, მაგრამ ის იყო სუფთა 10 ნომერი და პირველი ნამდვილი 10 ნომერი – ახლდენდელი ათიანების ზუსტი პროტოტიპი წარსულში. ,,სანტოსში” პელეზე წინ კოუტუნიო თამაშობდა, ნაკრებში კი ვავა, შემდეგ კი ტოსტაო, რომელიც ასევე 10–იანი გახლდათ და ნაკრებში უფრო 9–იანზე იყენებდნენ.

ალბათ საინტერესო დამთხვევაა და პელეს სრულიდ შემთხვევით აქვს ათიანი – ბრაზილიამ ,,ფიფაში” დაუნომრავი მაისურები გაგზავნა და რადგან ნომრები ყველას თავიდანვე უნდა ჰქონოდა, მმართველმა ორგანიზაციამ უბრალოდ გვარები დანომრა, პელეს კი 10 ნომერი შეხვდა. აღსანიშნავია ისიც, რომ პელემ ბოლო თამაში 13 ნომრიანი მაისურით გამართა.

მარადონა – ,,მოემზადე, შედიხარ” – დაიყვირა მენოტიმ და უკვე 1977 წელს მარადონას დებიუტი უნგრეთის ნაკრებთან შედგა. დიეგო მე–19 ნომრით შევიდა, შემდეგში მისი საკუთრება 10–იანი კი არცთუ ძლიერ ფეხბურთელს, რიკარდო ვილიას მოსავდა.

ისევე როგორც პელეს შემთხვევაში, ღმერთის სურვილი იყო მარადონას მიერ ათიანის ტარებაც. იმ დროს ნაკრებში მიღებული იყო ანბანის მიხედვით გადანომვრა. 74–ში ის მცველ ერედიას ჰქონდა, 78–ში კი კემპესისას ,,დაემთხვა” – სამაგიეროდ არდილესი იყო 2 და მეკარე ფილოლი 5.

დადგა 82 და რადგან ასო M უფრო წინაა ვიდრე K – მარადონა იყო 10 და კემპესი 11.

არგენტინ პირველი იყო, ვისაც სურდა ნაკრებში 10 ნომრის გაუქმება, მაგრამ ,,ფიფამ” სასტიკი უარი განაცხადა. სამაგიეროდ ,,პელუსა” ,,ნაპოლიში” უკვდავყვეს და ნომერი სამუდამო მფლობელობაში გადასცეს.

კრუიფის 14 – იოჰანი 1970 წელს დიდი ხნის არყნის გამო (ტრავმა) დაუბრუნდა მოენდას, ძირითადში მოთამაშე მიურენი კი კრუიფის 9 ნომრით თამაშობდა. შეცვლაზე შემოსულ ,,მფრინავ ჰოლანდიელს” ამის გამო 14 ნომრის ჩაცმა მოუწია და შემდეგ გადაწყვიტა, არც შეეცვალა. თუმცა ,,ბარსაში” სავალდებულო იყო ძირითადის წევრს 1–დან 11–მდე ნომრით თამაში და საყვარელ ნომერზე უარის თქმა მოუწია.

აი ჰოლანდიის ნაკრები ყოველთვის ცდილობდა ტრადიციისთვის პატივი მიეგო და მოედანზე ფეხბურთელები 1–დან 11–მდე მაისურით გამოსულიყვნენ, ასე მოხდა უკანასკნელ მსოფლიო ჩემპიონატზეც, როცა ,,ნარინჯისფერები” 2 შეხვედრაში (ესპანეთთან და ავსტრალიასთან) ასე თანმიმდევრულად დანომრილნი გავიდნენ.

სამორანო – ,,ფენომენოს” ,,ინტერში” გადასვლისას ის 9 ნომერი იყო, თუმცა რონალდოს ეტყობა ,,ბარსელონაში” მოყირჭებოდა 9–იანი და 10–იანი მოითხოვა, რაც მისდა სამწუხაროდ ბაჯოსი იყო. საბოლოოდ სამორანომ კეთილი ნებით ნომერი ბრაზილიელს დაუთმო, თვითონ კი ორიგინალური 1+8 ჩაიცვა

მიჩელი – ევროტურნირებზე ნომრები პოზიციების მიხედვით ეცვათ. ,,რეალს” პირველი თამაში 0:3 წაეგო ,,ანდერლეხტთან” და ამანსიომ უფრო შემტევი შემადგნელობა გამოიყვანა, მიჩელი კი მარჯვენა მცველად დაწია – ამის გამო მას 2 ნომერი ერგო. თამაში კი ბუტრაგენიოს გმირობით ,,რეალმა” 6:1 მოიგო.

ვილიას ნაკრებში 7–იანის აღება არ სურდა, რადგან რაულის დატოვების გამო, ზედმეტი ხმაური იყო ატეხილი. საბოლოოდ რეინამ ის დაარწმუნა, რომ ამ ნომრით დავიდი აუცილებლად ბევრს გაიტანდა და ასტურიელიც ,,ბედს შეეგუა”

პედრო და ხავი მარტინესი – 2010 მსოფლიო ჩემპიონატზე ორივე ფეხბურთელი ახალბედა იყო. მათ დარჩენილი ნომრებიდან ან 20 ან 2 ნომერი უნდა აერჩიათ, მარჯვენა მცველისთვის მიღებული მაისურით თამასი კი არცერთს უნდოდა. წილისყრით სწორედ პედროს მოუწია 2 ნომრის აღება, მაგრა ისეთი მოწყენილი იყო ამ ამბით, ფ. ტორესი არბელოას და ალბიოლს დაელაპარაკა და მაშინ ,,ვალენსიას” ფეხბურთელმა ალბიოლმა საბოლოოდ კანარელს ნომერი გაუცვალა.

როჟერიო სენი – 618. მეგოლე მეკარემ 2005–ში ამ ნომრით ითამაშა, რადგან არავის ეთამაშა 618 თამაში ,,სან პაულუს შემადგნელობაში. შემდეგ ის კვლავ 1 ნომერი გახდა. კარგია, რომ 1222–იანი მაისურით გამოსვლა აღარ მოსურვებია (სწორედ ამდენი თამაში აქვს რ. სენის დღეისთვის – ავტ.)

ლიზარაზუს 69 – ბასკური წარმოშობის ფრანგს უამრავი ხუმრობის მოსმენა მოხუდა ,,ბავარიაში” ამ ნომრის არჩევის შემდეგ, ბიქსენტი კი ამბობდა, რომ სექსთან ამას არავითარი კავშირი არ ჰქონდა: დავიბადე 69 წელს, ვარ 1.69 სმ და ვიწონი 69 კგ–ს – ამბობდა ის.

ქართველური ,,ბაქო” ბასკების წინააღმდეგ

თბილისის დროით 20:00–ზე საინტერესო თამაშია ჩემპიონთა ლიგის კვალიფიკაციაზე. ,,ბილბაომ” პირველი თამაში პირწმინდად მოუგო აზერბაიჯანელებს, რომლებიც მეკარე აგაიევს უნდა უმადლოდენ ,,ცოცხლად გამოღწევას”. დღეს 40 გრადუსიან სიცხეში, რომლის დროსაც არ იქნება შესაძლებელი პაუზა (წყლის დასალევად – ავტ.) და ხელოვნური საფარიცაა, ასეთ გრუნტზე მიუჩვეველ ბასკურ გუნდს ალბათ უფრო მეტი გარჯა მოუწევს დაცვაში – სვანაძე ულტრადაცვითი 5–4–1–ის შეცვლას აპირებს.

ბასკებმა 5 ათასი კილომეტრი იფრინეს ,,ქარების ქალაქამდე” (ბაქოზე – ავტ.), შეხვედრას კი თურქული გვარის მქონე ჰოლანდიელი მსაჯი მოემსახურება.

აზერბაიჯანელებს განსაკუთრებით ალიევის ეიმედებათ. სამი ქართველი ძირითადშია (პირველ თამაშში ესპანურმა პრესამ განსაკუთრებით კვეკვესკირი შეაქო – ავტ.), ლორიას კი კვლავს სკამი მოუწევს.

სურათზე: ,,მარკას” სავარაუდო

daewewefsd

დი მარიამ იბრაჰიმოვიჩი ჩამოიტოვა

dasdffროგორც სურათზე ჩანს, დი მარიაში უკვე 179 მილინი ევროა გადახდილი (8 ,,ბენფიკას”, 75 ,,რეალს” და 63–იც ,,მანჩესტერს”). მადრიდული გამოცემა ,,ას”–ი რატომღაც არ ათვლის ,,როსარიო სენტრალისთვის” გადახდილ თანხას. ასეც და ისეც, არგენტინელმა უკვე ჩამოიტოვა იბრაჰიმივიჩი, ვის გამოც 7 ტრანსაქცია მომხდარა და 169 მილიონის გადაჭარბება სულ 2 წლის წინ სრულიად არარეალური ჩანდა.

მიუხედავად ამისა, შვედი ჯერაც რჩება ,,პსჟ”–ს უძვირეს შენაძენად, მასში 64(!) მილიონი გადაიხადეს 2013–ში, არადა ,,ბარსადან” მხოლოდ 24–ად (სხვა ინფორმაციით 30 გადაიხადეს, ბონუსებით – ავტ.) შეიძინეს. პარიზელთა მიერ ზლატანში გადახდილია 1 მილიონით მეტი, ვიდრე დი მარიაში.

საინტერესოა ისიც, რომ ინგლისური პრესის ინფორმაციით ,,პსჟ” დამატებით 3 მილიონ ფუნტს (ცხრილში მოცემული ციფრები ევროებშია – ავტ.) გადაუხდის ,,მანჩესტერს” იმის გამო, რომ არგენტინელს მოლაპარაკებების დასრულებამდე ყატარში გაფრენის უფლება არ ჰქონდა, ის კი მაინც გაემგზავრა და ,,პსჟ”–ს მფლობელებთან ,,იპოზიორა”.

ახლა ყველაფერი დასრულდა და ,,ელ ფიდეო” ახალ მიზნებს ისახავს: ,,რაც შეიძლება წინ წავიდეთ ჩემპიონთა ლიგის გათამაშებაში”. წარმატებები ფეხბურთელს, რომლის 1 ტრანსფერი საშუალოდ 45 მილიონი ჯდება და ამ მხრივ უფრო ძვირი მხოლოდ კრისტიანო რონალდოა – თითქმის 56 (111.5/2)

ჩისკო მუნიოსი – ტესტი

მადრიდულმა ,,მარკამ” ბლიც–ინტერვიუ ჩამოართვა ჩისკოს. გამოცემის თქმით, ფეხბურთელის 3 მთავარი წარმატება ცხოვრებაში გახლდათ: ,,უეფას თასის” მოგება ,,ვალენსიასთან” ერთად, თბილისის ,,დინამოში” და საქართველოში უპირველეს ვარსკვლავად ყოფნა და კარიერს ფინიშზე ,,ნასტიჩთან” ერთად ,,სეგუნდაში” გადასვლა.

– ქალაქი

– ვალენსია

– ისტოიული პერსონაჟი

დონ ალფრედ დი სტეფანო

– ბავშვობის კერპი

რონალდო ნაზარიო

– სად დაიკარგებოდი

– მალიორკაზე

– სიმღერა

– El Canto del Loco – Una Foto en Blanco y Negro

– რომელი ფილმის გმირად ისურვებდი ყოფნას

– First Knight (1995)

– საყვარელი საკვები

– კრევეტები უელვადან

– რანაირად გადაიცმევდი?

– ინდოელად

– მიზანი

– ვიყო ბედნიერი და დავტკბე ყოველი წამით

– სტადიონი

– ,,ელ კოლომბინო”

– გოლი

– ,,რეკრეატივოს” შემადგენლობაში ,,ოსასუნას” წინააღმდეგ, რომელმაც ,,კოპა დელ რეის” ფინალში გაგვიყვანა (2003–ში ,,მალიორკასთან” წააგეს)

კაპელო კარიერას დაასრულებს

მადრიდული ,,მარკას” ინფორმაციით ყველა დროის ერთ–ერთი საუკეთესო მწვრთნელი ფაბიო კაპელო სამწვრთნელო კარიერის დასრულების შესახებ მომავალ კვირაში გამოაცხადებს. ნაციონალურ ჩემპიონატებში 9–გზის გამარჯვებულსა და ჩემპიონთა ლიგის 2–გზის მფლობელს ხინჯად გულში მხოლოდ სანაკრებო წარუმატებლობა დარჩება, მან ინგლისის და რუსეთის ნაკრებში ღირებულ წარმატებებს ვერ მიაღწია, იტალიის ნაკრების გაწვრთნა კი სამწუხაროდ არ მოუწია.

ჩემპიონთა ლიგის ფინალში ზედიზედ 3–გზის გასულმა (1–ხელ მოიგო) და ,,მილანში” დაუვიწყარი სერიის ავტორმა (,,კალჩოში” ზედიზედ 58 თამაში არ აგებდა) განსაკუთრებული გავლენა ფეხბურთში ზონალურად დაცვით სისტემაზე მოახდინა.

დონ ფაბიო თურმე ტელეკომენტატორობას აპირებს. ის ,,ფოქსზე” მიიწვიეს და იქ ანალიზს გაუკეთებს ესპანეთის, ინგლისის და იტალიის ჩემპიონატის შეხვედრებს.

გვარდიოლა ,,რეალზე” საუბრობს

წარმოგიდგენთ გერმანელული კლუბის მწვრთნელის მიერ თამაშის შემდგომ ნათქვამ ფრაზებს ინტერვიუდან, რომელიც გვარდიოლამ ,,ას”–ის ჟურნალისტს მისცა:

,,გთხოვთ მაისურზე არა (პეპი კატალონიის მხარდასაჭერად გავიდა მაისურით, რომელსაც ,,კატ” ეწერა – ავტ.), ფეხბურთზე ვისაუბროთ”

,,მადრიდელთა ბურთის გარეშე დატოვება მნიშვნელოვანია, მაგრამ ასევე ის, რომ 18/19–ჯერ დავურყით კარისკენ. თქვენ თავად ხედავთ, რა ხარისხიანი ფეხბურთელები ყავს ,,რეალს”, ჩვენ კი ორმაგად გვიჭირდა, რადგან საფარი არ იყო კარგ მდგომარეობაში”

,,რეალი” სუპერგუნდია. ლუკასით და ჩერიშევით ძალიან ძლიერია ორგანიზაცია დაცვითი თამაშისას. საინტერესოა, ამას ,,ბბს”–ით თუ მოახერხებენ. მე ვფიქრობ, რაფა ამას მოახერხებს და საშიში მოწინააღმდეგე იქნება”

,,პოტენციურად მათი შემტევი თამაში განუზომელია, მაგრამ დღეს ვაჯობეთ და სწრაფად შეტევის საშუალება მოვუსპეთ. დუგლას კოშტამ ჩვენ სიმწვავე დაგვიმატა. ,,რეალის” დამარცხება ძალიან გვსიამოვნებს”

,,კროოსი ტოპ–ფეხბურთელია და რაც უფრო მიიღებს გამოცდილებას, უფრო ძლიერი გახდება. მე მას მხოლოდ კარგს ვუსურვებ. ტონის სულ თამაში უნდა, ფორმაშია თუ არა”

“ბარსა” 3:0 ,,რომა” (კატალონური გუნდის ფეხბურთელთა თამაშის მოკლე დახასიათებანი) (განახლებული)

,,ელმუნდოდეპორტივოს” მიერ გაკეთებული ფეხბურთელთა მოკლე დახასიათება.

ტერ შტეგენი – ზუსტი. ,,რომასგან” არაფერი მიუღია, სამაგიეროდ ფეხით თამაშში კვლავ ახდენს ოსტატობის დემონსტრირებას

ალვეში – ფეთქებადი. კარგად ერთვებოდა შეტევაში, მონაწილეობდა პრესინგშიც და საგოლე კომბინაციაშიც მეორე გოლზე. რამდენიმე ძალიან კარგი და რამდენიმე ,,ისე რა” ჩაწოდება

ბარტრა – მზარდი. თავიდან თითქოს თავის თავში არ იყო დარწმუნებული, შემდეგ კი მოსამზადებელ ეტაპზე თავისი საუკეთესო თამაში ითამაშა

ვერმალენი – თავდაჯერებული. კარგი იყო დასწრებაზე და პასის დროს. სულ უფრო ეტყობა, რომ ფორმას კრეფს

მატიე – მნიშვნელოვანი. თბილისურ ძირითადში თითქმის გარანტირებული აქვს ადგილი, სავარაუდოდ მარცხენა მცველზე

მასკერანო – შეზღუდული, მას ფიზიკური მომზადება აკლია, ეს კი ჭკვიანური თამაშით გააბათილა

რაკიტიჩი – უმძლავრესი. ბრწყინვალე ფორმაშია. მუშაობს დაუზარლად და ბურთის ფლობის დროსაც უფრო ეტყობა თავისუფლება. თამაშის ოფიციალური MVP

რაფინია – გაბედული. რამდენიმე ოსტატური ქმედება, ინტენსიური თამაში და ,,თითქმის” გოლები

სუარესი – კომბინირებდა. ,,ტრიდენტეში” კვლავ არაეგოისტურ თამაშს მიმართა და უფრო სივრცეების გახსნით იყო დაკავებული

ნეიმარი – შთაგონებული. კარგად დაიწყო და კარგი სეზონის ნიშანი უნდა იყოს

მესი – თავბრუდამხვევი. თამაშის საუკეთესო. კრიტიკა მხოლოდ იმაზე, რომ მადრიდულ პრესას სასაუბრო მისცა (იანგა–მბივასთან წყობიდან გამოსვლა – ავტ.)

ალბა – დაიმტვრა. ალბათ 1–ზე მეტ თამაშს გამოტოვებს

ბრავო – არ ჰქონია საქმე

სერხი რობერტო – ზედიზედ მეოთხედ მარჯვენა მცველზე

პიკე – ფხიზელი. კარგად გაუგო ბარტრას

ბუსკეტსი – აკონტროლებდა თამაშს, არ გაურისკავს

ინიესტა – მაგიური. ხალხი ფეხზე წამოაყენა ორიოდე ეპიზოდისას

მუნირი – მძლავრი. სცადა მარცხენათი

სანდრო – სტაბილური. ყველა ბურთზე იბრძოდა

პედრო – ელექტრული. იმსახურებდა გოლს, კარგ ფორმაშია

ჰალილოვიჩი – არ ეშინოდა დრიბლინგისას თავის გამოჩენის

აქვე ,,რომას” რამდენიმე ფეხბურთელზე:

იანგა–მბივა – პროვოკატორი.

კეიტა – ოვაციები, ,,კულე” სამუდამოდ

პიანიჩი – საინტერესოა და ,,ბარსას” რადარზეა

ფალკე – თავხედური თამაში

ტოტი – ლეგენდარული, ,,კამპ ნოუს” კიდევ უნდოდა მისი ყურება

ნომრები: არდა და ვიდალი იანვარში აიღებენ

dsaf333მთავარი აღსანიშნავი ფაქტი რათქმაუნდა ალვეშისგან ხავის მაისურის არჩევაა. ბრაზილიელი ორიგინალურიცაა, თანაგუნდელის პატივისცემასაც ვერავინ დაასწრებს და როგორც იტყვიან, 9–იანში ახვედრებს ხოლმე. ჯერ იყო აბიდალის 22–ე ნომერი, ახლა კი გუნდის ყოფილი კაპიტნის. დანიმ ,,დატვიტა”, რომ ნომერი ახალი გამოწვევებისთვის აიღო და თუ გუშინდელი თამაშით ვიმსჯელებთ, მას კიდევ ,,ბევრი ფეხბურთის” მოცემა შეუძლია.

პედრო ცალი და ნახევარი ფეხით სხვაგანაა, მის 7 ნომერს კი ალბათ არდა მოირგებს იანვარში

თავისუფალია 19 და 22–ე ნომრები, სწორედ 22–ით გამოდიოდა ესპანეთის ნაკრების ახალი წევრი (ვიდალი – ავტ.) ,,სევილიაში” და სავარაუდოდ ამ ნომერს დაიბევებს.

დუგლასმა მონტოიას 2–იანი აიღო და იმედია 3–იანზე მაინც ითამაშებს, სანდრომ კი დუგლასის. კიდევ ერთმა ახალგაზრდამ – მუნირმა თავისუფალი 17

დარჩნენილ მე–19 ნომრისთვის კი ზამთრის სატრანსფეროს დროს, რომელიმე კარგი ფეხბურთელის შეძენა მისურვებია ,,ბარსასთვის”.